
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებებით, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება დასაშვები.
18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება ნებადართულია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.
იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.
ცვლილებები 19 ივლისიდან ამოქმედდება.