LIVE

Doge-ის შემქმნელი ფიქრობს, რომ კრიპტო ბაზარი ჰიპერ-კაპიტალისტურია

20 ივლ 202110:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 887
Doge-ის შემქმნელი ფიქრობს, რომ კრიპტო ბაზარი ჰიპერ-კაპიტალისტურია
Bloomberg

ჯექსონ პალმერი ყველა დროის ყველაზე ღირებული ხუმრობის, Dogecoin-ის ერთ-ერთი შემქმნელია. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში მონეტის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა, CoinGecko-ს თანახმად, Doge-ის მთლიანი საბაზრო ღირებულება ახლა $26 მილიარდია.

პალმერისგან, როგორც წესი, ბევრი არ ისმის. ის იშვიათად წერს ან საუბრობს კრიპტოზე. მაგრამ ის კვლავ გამოჩნდა და აღნიშნა, რომ ახალი არაფერი აქვს სათქმელი, გარდა იმისა, რომ კრიპტოინდუსტრია მეტწილად ყალბია, დაფუძნებულია მემარჯვენე, ჰიპერ-კაპიტალისტურ ღირებულებებზე და მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრებას უწყობს ხელს.

რა თქმა უნდა, ამ აზრის მოწინააღმდეგე ბევრია. ისინი ამტკიცებენ, რომ ის უბრალოდ უკმაყოფილოა იმით, რომ შექმნა ეს ხუმრობა და მისი მონეტიზება კი თავად ვერ მოახერხა.

ცხადია, საზოგადოებაში ბევრია, ვისაც პალმერის მტკიცებების საწინააღმდეგო თეორიის სჯერა, რომ კრიპტო შეიძლება იყოს გამათანაბრებელი ძალა. ამ აზრის გულშემატკივრები მიუთითებენ იმაზე, თუ რა ხდება სალვადორში, ან სხვა განვითარებად ბაზრებზე, სადაც მფლობელები იყენებენ ამ ციფრულ აქტივს, რათა თავი აარიდონ წარუმატებელ, გაუფასურებულ ვალუტებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯო ვაისენტალი