LIVE

Google-ი საფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა სააგენტომ 500 მილიონით დააჯარიმა

13 ივლ 202115:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 845
Google-ი საფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა სააგენტომ 500 მილიონით დააჯარიმა
Bloomberg

საფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა სააგენტომ Google 500 მილიონი ევროთი მას შემდეგ დააჯარიმა, რაც ტექნოგიგანტმა ადგილობრივ გამომცემლებთან ახალი ამბების გამოყენების შესახებ ბრძანებით გათვალისწინებულ შეთანხმებას ვერ მიაღწია. 

სააგენტოს მიხედვით, Alphabet-ის შვილობილმა კომპანიამ უგულებელყო 2020 წლის გადაწყვეტილება, რომელიც Google News-ის სერვისზე სტატიების ფრაგმენტების ჩვენებისთვის გამომცემლებთან კეთილსინდისიერი მოლაპარაკების წარმოებას ითვალისწინებს. ეს არის სიდიდით მეორე ანტიმონოპოლიური ჯარიმა, რომელიც საფრანგეთში ერთი კომპანიისთვის დაწესდა. 

საფრანგეთი არ არის ერთადაერთი ქვეყანა, რომელიც ტექნოლოგიურ გიგანტებს ახალი ამბების გამოცემების კონტენტის გამოყენების გამო, პასუხისმგებლობას აკისრებს. ამ წლის დასაწყისში ავსტრალიამ ციფრული გიგანტებისგან (როგორიცაა Facebook-ი და Google-ი) ახალი ამბების გამოქვეყნებისთვის ადგილობრივი გამომაცემლებისთვის თანხის გადახდა მოითხოვა.  

იმისათვის, რომ $1 მილიარდიან Google News Showcase-მა მკითხველები ახალი ამბებით უზრუნველყოს, Google გამომცემლებს სულ უფრო მეტ თანხას უხდის.

ტექნოლოგიური გიგანტი გლობალური შეტევის წინაშე დგას. მთელ მსოფლიოში მარეგულირებელი ორგანოები ამკაცრებენ კონტროლს მსოფლიოს უდიდეს ტექნოლოგიურ კომპანიებზე, მათ შორის მათ სარეკლამო ბიზნესზე, აპლიკაციებსა და საძიებო სისტემებზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გასპარდ სებაგი