
2021 წლის 4 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ვაქცინირებული პირების კორონავირუსით ინფიცირების 1912 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფორმაციის განვითარებისა და თავისუფლების ინსტიტუტის" (IDFI) "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის" მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტატისტიკის მიხედვით, Covid-19 2 დოზით ვაქცინირებულთა 0.5%-ს (547 პირი) და 1 დოზით ვაქცინირებულთა 0.9%-ს (1455 პირი) დაუდასტურდა.
"ინფორმაციის განვითარებისა და თავისუფლების ინსტიტუტის" არავაქცინირებული პირების განმეორებითი ინფიცირების 142 საეჭვო შემთხვევას სწავლობს, საიდანაც დღეის მდგომარეობით კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა.
stopcov.ge-ს მიხედვით, 13 ივლისის მონაცემებით, საქართველოში 310 332 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული.