Covid-19 2020 წელს ეკონომიკური კრიზისის ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა. სადაზღვეო კომპანიებმა ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე რეკორდული რაოდეობის განაცხადი მიიღეს.
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფული შემთხვევებით ყველაზე დიდი ფინანსური ზარალი ამერიკას მიადგა, სადაც უძრავი ქონების ღირებულება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. საერთო ზარალის ოდენობამ 60 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია. ქვეყნის მასშტაბით ოცდაათი შტორმის შედეგად 200,000-მდე ადამიანს მოუწია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, რაც მეტწილად სადაზღვეო კომპანიების ხარჯზე ხდება.
მსოფლიოს უმსხვილესი სადაზღვეო კომპანია Swiss Reinsurance Company-ის ანგარიშში, 2020 ბოლო 40 წლის განმავლობაში მეხუთე ყველაზე ხარჯიანად არის დასახელებული. კომპანიის დაანგარიშებით გლობალური დანაკარგი დაზღვევის სფეროში 83 მილიარდი ამერიკული დოლარია.
ბრიტანული Christian Aid-ის მონაცემებით ბუნებრივი კატასტროფები ყველაზე სუსტ ქვეყნებშიც, მსოლფიოს ყველა კონტინენტზე შეინიშნებოდა, თუმცა დაზღვევის არ ქონის გამო ხშირად ასეთი ქვეყნები გლობალურ ანგარიშში დიდი დანაკარგით ვერ ხვდებიან.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლესლი კაუფმანი