
EPA აჩერებს BioScience-ის SurfaceWise2-ის სადეზინფექციო საშუალების გაყიდვას, რომელიც American Airlines-ის თვითმფრინავებისა და აეროპორტის ობიექტების ნაწილში გამოიყენებოდა.
გარემოს დაცვის სააგენტომ BioScience-ს დაავალა, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა გაყიდვა და გავრცელება “პროდუქტის მახასიათებლებთან დაკავშირებით მეცნიერული შეშფოთების გამო”.
“EPA-ს ლაბორატორიული ტესტირება მიუთითებს, რომ პროდუქტის ეფექტურობა ნაკლებსაიმედოა რეალურ პირობებში, განსაკუთრებით ტენიანობის ან აბრაზიის პირობებში. SurfaceWise2-ის ეფექტურობის ყველა არსებული მონაცემების საფუძველზე, EPA მხარს არ უჭერს მის გადაუდებელ გამოყენებას”,- ნათვამია განცხადებაში.
American Airlines-ის თანახმად, კომპანიამ შეწყვიტა SurfaceWise2-ის გამოყენება, რომელიც მხოლოდ ტეხასის მიმართულებით გატარებულ თვითმფრინავებზე დაიშვებოდა. ”ჩვენ გავითვალისწინებთ EPA-სა და ფედერალური ხელისუფლების მითითებებს ამ საკითხთან დაკავშირებით”,- წერს კომპანია ელექტრონულ განცხადებაში.
EPA-ს ნებართვა SurfaceWise 2-ზე ტეხასის ზოგიერთ ადგილას - მათ შორის American Airlines-ის საშუალებებსა და ორთოპედიულ კლინიკებში - გასული წლის აგვისტოში გასცეს, როგორც პოტენციური გარდამტეხი წერტილი Covid-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
EPA აცხადებდა, რომ სადეზინფექციო საშუალებას Covid-19-ის განადგურება შეეძლო ზედაპირებზე, მაგალითად დახლებსა და სავარძლებზე გამოყენების შემდეგ შვიდი დღის განმავლობაში, როდესაც ის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოიყენებოდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენიფერ ა. დლოუჰი