LIVE

თბილისში ბინების მხოლოდ 22%-ია აშენებული ბოლო 30 წელში

08 ივლ 202115:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 598

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება მოდერნიზაციას საჭიროებს. Galt & Taggart-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ თბილისში ბინების მხოლოდ 22%-ია  1991 წლის შემდეგ აშენებული.

„გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად დადგება ამ საბინაო ფონდის ჩანაცვლების საჭიროება, რადგან ამ შენობებს თავისი ექსპლუატაციის ვადა აქვთ და მათში ცხოვრება უსაფრთხო აღარ იქნება. ყველაზე მეტი ჩანაცვლების საჭიროება ხრუშოვკების შემთხვევაშია, რომელიც 500-მდე შენობას და 15 000-მდე ოჯახს მოიცავს. ვფიქრობ, ეს საკითხი მომდევნო 5-10 წელში დადგება",- აღნიშნავს Galt & Taggart-ის უფროსი მკვლევარი, კახა სამყურაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის მერია აანონსებდა ე.წ. ხრუშოვკების ჩანაცვლებას, თუმცა მერიის მიერ გამოცხადებული არა ერთი პროექტი უშედეგოდ დასრულდა.