
ეროვნულმა ბანკმა "კრედო ბანკს" "ფინკა ბანკი საქართველოს" შესყიდვის უფლება მისცა. სებ-ის გადაწყვეტილებით, "კრედო ბანკის" მიერ "ფინკა ბანკის" 100%-იანი წილის შესყიდვა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო "კრედო ბანკის" მიმართვის საფუძველზე. გარიგების შემდეგ, ორი ბანკის შერწყმა 2021 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.