LIVE

ინგლისი რეგულაციების უმრავლესობის გაუქმებას გეგმავს

06 ივლ 202113:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 693
ინგლისი რეგულაციების უმრავლესობის გაუქმებას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ  19 ივლისიდან ინგლისში სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნა უქმდება. ამასთან, ყველა სივრცეში პირბადეების გამოყენება ნებაყოფლობითი იქნება. მთავრობა დასაქმებულებს არც სახლიდან მუშაობას მოსთხოვს.

სავარაუდოდ, ყველა ბიზნესს, რომლის საქმიანობაც შეჩერებულია, მუშაობის გაგრძელება შეუძლია. მათ შორისაა ღამის კლუბებიც, სადაც შესვლის მსურველებს არ მოეთხოვებათ ვაქცინაციის ან ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტი.

შეზღუდვების გაუქმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება 12 ივლისს გამოცხადდება.

ჯონსონის განცხადებით, ხალხმა კორონავირუსით ცხოვრება უნდა ისწავლოს: “ჩვენ ვცდილობთ მკაცრად გაწერილი სამთავრობო წესების რეჟიმიდან გადავიდეთ მდგომარეობაზე, როცა ჩვენ დავეყრდნობით ხალხის პირად პასუხისმგებლობას”.

ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, ვაქცინაციის წყალობით, ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები შემცირდა, თუმცა საბოლოოდ არ აღმოფხვრილა. რეგულაციების მოხსნის შემდეგ, ისინი ელიან, რომ შემთხვევების რიცხვი მოიმატებს, თუმცა არა ისეთ დონემდე, როგორც ეს ვაქცინაციამდე იყო. 

“თუ უახლოეს რამდენიმე კვირაში ვერ მოვხსნით შეზღუდვებს, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, როდის შევძლებთ დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობაში”,- თქვა ჯონსონმა პრესკონფერენციაზე.

შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ბრიტანეთი იმუნიზაციის პროგრამას კიდევ უფრო აჩქარებს. ამჟამად მისი მოსახლეობის 50%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ემილი ეშტონი და ალექს მორალესი