LIVE

ინდოელი ახალგაზრდები ოქროს ბიტკოინზე ცვლიან

09 ივლ 202114:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1307
ინდოელი ახალგაზრდები ოქროს ბიტკოინზე ცვლიან
Bloomberg

კრიპტოვალუტის მოყვარულთა მანტრა, რომ ბიტკოინი ციფრული ოქროა, ამ ძვირფასი ლითონის მსოფლიოს უდიდესი მფლობელის, ინდოეთის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ინდოეთში, სადაც შინამეურნეობებს 25,000 ტონაზე მეტი ოქრო აქვთ, Chainalysis-ის თანახმად, გასულ წელს კრიპტოში ინვესტიციები დაახლოებით $200 მილიონიდან თითქმის $40 მილიარდამდე გაზარდეს. ეს ცენტრალური ბანკის მხრიდან აქტივების კლასის მიმართ მტრობისა და შემოთავაზებული სავაჭრო აკრძალვის მიუხედავად. ახლა უკვე 15 მილიონზე მეტი ინდოელი ვაჭრობს ციფრული მონეტებით, რაც აშშ-ს 23 მილიონ კრიპტო მოვაჭრეს უახლოვდება

ინდოეთში ზრდა 18-35 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. ოქროს მსოფლიო საბჭოს (World Gold Council) უახლეს მონაცემებში მითითებულია, რომ 34 წლამდე ინდოელ ზრდასრულებს ნაკლები ინტერესი აქვთ ოქროს მიმართ, ვიდრე ხანდაზმულ მომხმარებლებს.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ინდოეთში კრიპტოს ფართო მიღებას მარეგულირებელი მიდგომებია. გასულ წელს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 2018 წლის წესი, რომელიც კრძალავდა კრიპტო ვაჭრობას საბანკო ორგანიზაციების მიერ, რის შედეგადაც ვაჭრობა გაიზარდა.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლებას კრიპტოვალუტის მიღების ნიშნებს არ ავლენს. ექვსი თვის წინ ინდოეთის მთავრობამ ციფრული მონეტებით ვაჭრობის აკრძალვის ინიციატივა წამოაყენა - თუმცა მას შემდეგ ამ თემაზე დუმს.

ინდოეთის კრიპტო ბაზარზე ზრდა აშკარაა, განსაკუთრებით ვაჭრობაში - CoinGecko-ს თანახმად, ინდოეთში ოთხი უმსხვილესი კრიპტო ბირჟა, ყოველდღიურად $102 მილიონამდე ვაჭრობს ადრინდელი $10,6 მილიონიდან. თუმცა, Chainalysis-ის თანახმად, ქვეყნის $40 მილიარდიანი ბაზარი ჯერ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ჩინეთის $161 მილიარდიან კრიპტო ბაზარს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სუვაშრე გოში