LIVE

Ferrari-მ მეორე პლაგინ-ჰიბრიდული ძრავის მანქანა წარადგინა

26 ივნ 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 967
Ferrari-მ მეორე პლაგინ-ჰიბრიდული ძრავის მანქანა წარადგინა
Ferrari

Ferrari-მ მეორე პლაგინ-ჰიბრიდული (plug-in hybrid), კიდეც უფრო პატარა ძრავის მქონე მანქანა, 296 GTB წარადგინა, რომლის ცხენის ძალა 819-ს აღწევს. 

ავტომობილმა სახელი ექვსცილინდრიანი ძრავით გაითქვა. სწორედ ამ მიზეზით ციფრი 6 მის დასახელებაში მოხვდა. პირველი ორი ციფრი კი ძრავის მოცულობის პირველი ციფრებია (2992 კუბური სმ). ავტომობილი 100 კმ/სთ-მდე 3 წამში ჩქარდება. 

ძრავის ზედმეტი სახელია piccolo V12. კომპანიის განმარტებით, მას ეს სახელი ჯერ კიდევ წარმოების პროცესში შეერქვა.

პირველი საგზაო ავტომობილი V6 ძრავით კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მოდელია, რამდენადაც იზრდება ზეწოლა, რომ ავტომწარმოებლებმა გამოიყენონ უფრო მცირე და ეფექტური ძრავები.

კომპანია ავტომობილების მიწოდებას მომავალი წლის პირველ კვარტალში დაიწყებს. იტალიაში მისი ფასი 269 000 ევროდან ($321 500) იწყება.

Ferrari-ს აქციების აქციების ფასი წელს მილანის ვაჭრობაში 11%-ით შემცირდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 31 მილიარდი ევრო გახდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანიელე ლეპიდო