LIVE

2009 წლიდან კრიპტო ინდუსტრიამ ჯარიმის სახით $2.5 მილიარდი გადაიხადა

26 ივნ 202114:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 564
2009 წლიდან კრიპტო ინდუსტრიამ ჯარიმის სახით $2.5 მილიარდი გადაიხადა
Bloomberg

Elliptic-ის ცნობით, აშშ-ს მარეგულირებლებმა ბიტკოინის შექმნის დღიდან კრიპტოვალუტის ინდუსტრია $2.5 მილიარდით დააჯარიმეს.

ჯარიმებში ფასიანი ქაღალდების და გაცვლის კომისიამ ლომის წილი- $1.69 მილიარდი შეიტანა. სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის ჯარიმები $624 მილიონით მეორე ადგილზეა. ჯარიმების უმეტესობა არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების შემომთავაზებელ ფირმებსა და კრიპტო თაღლითობებზე მოდის.

საჯარიმო სანქციების დიდი ნაწილი გასულ წელს დაწესდა, როდესაც Telegram Group-სა და მისი შვილობილ კომპანიას TON Issuer-ს ფასიანი ქაღალდების ფედერალური კანონის დარღვევის გამო SEC-მა 18,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

”ეს ჯარიმები ცხადყოფს, რომ კრიპტო არ არის დაურეგულირებელი. არსებული კანონები და რეგულაციები უკვე გამოიყენება კრიპტო აქტივების უკანონო გამოყენების შეზღუდვისა და დასჯის მიზნით”,- ამბობს Elliptic-ის  თანადამფუძნებელი ტომ რობინსონი.

ბოლო პერიოდში CFTC გამოჩნდა, როგორც კრიპტო ჯარიმების კიდევ ერთი მთავარი ძალა, რომელსაც მარეგულირებელი ორგანოები, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა ბიზნესები კრიპტოვალუტის ოპერაციებისთვის თვალის სადევნებლად იყენებენ.

რობინსონი მომავალში მარეგულირებლებისგან საზღვარგარეთ განსაკუთრებით აქტიურ მოქმედებას ელოდება. ბოლო კვირების განმავლობაში, CFTC-იმ და სხვა სააგენტოებმა მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტო გაცვლის პლატფორმას Binance-საც დაუსვეს კითხვები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლგა ხარიფი