LIVE

რუსეთის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიაში Nord Stream 2 ნახსენები არ არის

16 ივნ 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 519
რუსეთის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიაში Nord Stream 2 ნახსენები არ არის
Andrey Rudakov/Bloomberg

რუსეთის საფრთხის “მოსაგერიებლად” ევროკავშირის სტრატეგიაში Nord Stream 2 გაზსადენი ნახსენები არ არის. 

“რუსეთი ევროკავშირის მეზობელია და უდიდეს ძალად რჩება ევროპასა და მთელ მსოფლიოში”,- ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც მოიცავს მოსკოვთან დაძაბულობის ბევრ სფეროს, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, პოლიტიკურ რეპრესიებს, მრავალ ოპერაციას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და აღმოსავლეთ მეზობლების დესტაბილიზაციას.

ამავდროულად, სტრატეგია ხაზს უსვამს მოსკოვის მზარდ და სტრუქტურულ სისუსტეს, ისევე როგორც შეშფოთებას და საერთო ინტერესებს, რაც ფუნდამენტური განსხვავებების მიუხედავად, ორივე მხარეს აქვს.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია, როდესაც ანგარიშის პრეზენტაციის დროს გაზსადენის საკითხი წამოჭრა.

მან Nord Stream 2-ს გერმანული პროექტი უწოდა.

”Nord Stream 2 არ არის ევროკავშირის პროექტი. იგი არ ფინანსდება ევროკავშირის მიერ. ეს არის გერმანული პროექტი”,- განაცხადა ბორელმა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთთან ურთიერთობების მართვა ევროკავშირის “ძირითადი სტრატეგიული გამოწვევაა”. ბლოკი კიდევ ერთხელ ადასტურებს ხუთ სახელმძღვანელო პრინციპს ამ საკითხთან დაკავშირებით:

  • მინსკის სამშვიდობო შეთანხმების განხორციელება უკრაინასთან
  • მჭიდრო კავშირი რუსეთის ყოფილ საბჭოთა მეზობლებთან
  • ევროკავშირის მდგრადობის გაძლიერება რუსეთის მხრიდან საფრთხეების მიმართ
  • გარკვეულ საკითხებზე რუსეთთან შერჩევითი ურთიერთქმედება
  • პირადი კონტაქტების შენარჩუნება

 Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალბერტო ნარდელი