LIVE

სსე: ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და „ენგურჰესი" ავარიულად გამოირთო

14 ივნ 202115:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 737
სსე: ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და „ენგურჰესი" ავარიულად გამოირთო

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" განცხადებით, ქვეყნის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთისა” და „ენგურჰესის" ავარიულად გამორთვის გამო შეუწყდა. 

"ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო",- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, 14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.

"14:35 საათიდან მეტროს პირველ ხაზზეც ძაბვის ვარდნის გამო, მუშაობა ზონალურად შეფერხდა და მატარებლები „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბის“ მეტროსადგურამდე მოძრაობდნენ. შეფერხების გამო, არცერთი მატარებელი გვირაბში არ გაჩერებულა და ყველა მგზავრმა მეტროსადგურები უსაფრთხოდ დატოვა. ამ ეტაპზე, ძაბვის მიწოდება აღდგენილია და მეტროს ორივე ხაზი შეფერხების გარეშე მუშაობს. 15:00 საათიდან თბილისის მეტროს ყველა სადგური გაიხსნა",- აღნიშნულია "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში".