LIVE

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციით, ნიღბის ტარების ვალდებულება უნდა მოიხსნას

14 ივნ 202113:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 511
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციით, ნიღბის ტარების ვალდებულება უნდა მოიხსნას
Krisztian Bocsi/Bloomberg

Covid-19-ის გავრცელების შემცირების გამო, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი, იენს სპანი გარე სივრცეში ნიღბის ტარების ვალდებულების მოხსნის რეკომენდაციას იძლევა. 

“გავრცელების მაჩვენებლის შემცირების პირობებში, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოქმედოთ. პირველი ასეთი ნაბიჯი გარე სივრცეში ნიღბის მოხსნა შეიძლება იყოს”,- განაცხადა სპანმა Funke Media Group-თან ინტერვიუში. 

ნიღბების ტარების რეკომენდაცია ძალაში რჩევა “ეჭვის შემთხვევაში” და ასევე, მოგზაურობისა და დახურულ სივრცეში შეხვედრის დროს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდერ კელი