LIVE

ელონ მასკის ტვიტის შემდეგ, ბიტკოინის ფასი გაიზარდა

14 ივნ 202113:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 918
ელონ მასკის ტვიტის შემდეგ, ბიტკოინის ფასი გაიზარდა

მას შემდეგ, რაც ელონ მასკმა Tweeter-ზე დაწერა, რომ Tesla კრიპტოვალუტით ოპერაციებს განაახლებს, როდესაც მისი მოპოვება უფრო სუფთა ენერგიით მოხდება, ბიტკოინის ფასმა $39 000-ს გადააჭარბა.

როგორც Tesla-ს დირექტორი წერს, ელექტრომობილების მწარმოებელი კვლავ დაუშვებს ბიტკოინით ტრანზაქციებს "როდესაც მაინერების მიერ სუფთა ენერგიის გონივრული (~ 50%) გამოყენება დადასტურდება".

ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა ნიუ-იორკში 9,3%-ით $39,372-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი დონეა 3 ივნისის შემდეგ და ცოტა აშორებს $40,000-იან ნიშნულს. ორშაბათს, დილის 07:00 საათზე ციფრული მონეტა დაახლოებით 1%-ით შემცირდა და $38 881 შეადგინა.

მასკმა ტვიტი Cointelegraph-ის ანგარიშის პასუხად დაწერა, რომელშიც მოყვანილი იყო მაგდა ვიერზიცკას, Sygnia-ს, სამხრეთ აფრიკის აქტივების მენეჯერის განცხადება, რომ ბიტკოინზე მასკის ბოლოდროინდელ ტვიტებით აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისია უნდა დაინტერესდეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯიმ სილვერი და ჯოანა ოსინგერი