LIVE

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა

10 ივნ 202117:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 904
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.1613 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1387 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.26 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8460 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8273 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.87 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.