LIVE

დიდი ბრიტანეთი Amazon-ის მიერ მონაცემების გამოყენების შესახებ გამოძიებას გეგმავს 

11 ივნ 202120:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 588
დიდი ბრიტანეთი Amazon-ის მიერ მონაცემების გამოყენების შესახებ გამოძიებას გეგმავს 
thesun.co.uk

დიდი ბრიტანეთის კონკურენციის მარეგულირებელი გეგმავს ოფიციალური გამოძიების ჩატარებას Amazon-ის მიმართ მცირე კომპანიების მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით.

Financial Times-ის ინფორმაციით, კონკურენციისა და ბაზრების მარეგულირებელი (CMA) თვეების განმავლობაში აანალიზებდა Amazon-ის საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების შესახებ მარეგულირებელს ჯერ ოფიციალურად არ განუცხადებია, ის შეიძლება ფოკუსირდეს საკითხზე, უპირატესობას ანიჭებს თუ არა Amazon-ი იმ სავაჭრო ობიექტებს, რომლებიც მის ლოგისტიკასა და მიწოდების სერვისებს იყენებენ.

სილიკონ ველის ტექნიკურ გიგანტებს სულ უფრო მეტ ანტიმონოპოლიურ კონტროლს უწესებენ, როგორც აშშ-ში, ასევე გლობალური მასშტაბით, რადგან მსოფლიოს მთავრობები ებრძვიან მათ მზარდ გავლენას მომხმარებლების ქცევაზე.

CMA-ს ანალიზი ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ იყენებს Amazon-ი მონაცემებს. მარეგულირებელმა, ასევე შეისწავლა, თუ როგორ გადაწყვეტს სიეტლში დაფუძნებული ელექტრონული კომერციის გიგანტი, რომელი სავაჭრო ობიექტები გამოჩნდნენ ე.წ. ყიდვის ყუთში. ეს არის პანელი, სადაც Amazon-ი წარმოაჩენს კონკრეტული პროდუქტის გამყიდველებს, რაც გაყიდვების წახალისების მთავარი ინსტრუმენტია. ყიდვის ყუთი ასევე ევროკავშირში მიმდინარე გამოძიების ყურადღების ქვეშაა. ევროკავშირი ყურადღებას ამახვილებს სპეციფიკურ ბიზნეს ქცევაზე, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ორმაგ როლთან, როგორც საცალო ვაჭრობაში, ასევე მცირე სავაჭრო ობიექტების პლატფორმაზე.

Amazon-ი არ ეთანხმება ევროკავშირის არგუმენტებს. გამოძიება ზრდის პოტენციური ჯარიმების რისკს, რამაც შესაძლოა წლიური გაყიდვების 10% შეადგინოს, ან შესაძლოა გამოიცეს ბრძანება, ბიზნეს პრაქტიკის შეცვლის მოთხოვნით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შინ ჩენი