LIVE

2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა 10-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს 

10 ივნ 202111:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 462
2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა 10-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს 

2020 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 1,610 მლნ.კვტ.სთ შეადგინა და 10-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლებია, ხოლო 2018 წელთან შედარებით ზრდა 6.7%-ია.

ელექტროენერგიის იმპორტის 19% თურქეთიდან, 35% რუსეთიდან, ხოლო 45% აზერბაიჯანიდან განხორციელდა.

რაც შეეხება ექსპორტს, 2020 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 154 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1.5-ჯერ, ხოლო 2018 წლის შესაბამის მონაცემზე 3.8-ჯერ ნაკლებია. ექსპორტირებული ელექტროენერგიის 46% თურქეთზე მოდის, 24% რუსეთზე, 24% სომხეთზე, 5% კი აზერბაიჯანზე.