LIVE

1-ელი ივლისიდან ელექტოენერგიის ქვითარი „თელასის“ ნაცვლად „თელმიკოსგან“ მოგივათ

09 ივნ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 5691

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას გაცხადებით, თბილისში აბონენტებს ელექტროენერგიას „თელასის“ ნაცვლად „თელმიკო“ მიაწვდის.

აღნიშნული ცვლილება განპირობებულია კანონით, რომლის თანახმად, კომპანიამ მიწოდებისა და განაწილების საქმიანობები ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოს. ამასთან, როგორც დავით ნარმანია აცხადებს, ცვლილება სამომხმარებლო ტარიფებზე გავლენას არ იქონიებს.  

„თელასი“ და „ენერგო-პრო“ ქსელის მეპატრონეებად რჩებიან, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდებას განახორციელებენ სხვა კომპანიები. ესაა თბილისის არეალში კომპანია „თელმიკო“, რეგიონებში კი „ეპი მიწოდება“. მარეგულირებელი კომისია მათ თვის ბოლომდე დაუდგენს მიწოდების ტარიფს, თუმცა ეს სამომხმარებლო ტარიფზე რაიმე სახის გავლენას არ იქონიებს“,- აღნიშნა დავით ნარმანიამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.