LIVE

ამერიკელები ბიტკოინით ვაჭრობაში $4 მილიარდიანი მოგებით ლიდერობენ

13 ივნ 202112:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 895
ამერიკელები ბიტკოინით ვაჭრობაში $4 მილიარდიანი მოგებით ლიდერობენ
Bloomberg

ბიტკოინის ფასის დრამატულმა ზრდამ უამრავი კრიპტო მილიონერი შექმნა, აშშ-ს ინვესტორები ამ სიმდიდრის უდიდეს წილს ფლობენ.

Chainalysis-ის შეფასებით, გასულ წელს ამერიკელმა ტრეიდერებმა ბიტკოინით ვაჭრობისას $4,1 მილიარდი მიიღეს მოგების სახით, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე სხვა მოწინავე ქვეყნის მაჩვენებელი. ნიუ-იორკში დაფუძნებულმა ფირმამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც კრიპტო ვაჭრობაში ყველაზე მაღალი მიღწევების მქონე 25 ქვეყანა მოხვდა.

"თითქმის ყველა ქვეყნის ინვესტორებმა წლის ბოლოს დიდი მოგება მიიღეს, თუმცა ამერიკელი ინვესტორები სხვებს გამოეყოფიან ძირითადად Coinbase-დან შემოსული მოგებით",- წერენ Chainalysis-ის მკვლევარები.

ჩინეთი სიაში მეორე ადგილზე გავიდა $1,1 მილიარდიანი მოგებით, შემდეგ მოდის იაპონია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და გერმანია. განვითარებადი ბაზრების უფრო მცირე ქვეყნები, როგორიცაა ვიეტნამი, თურქეთი და ჩეხეთი, ასევე მოხვდნენ მოწინავე 25-ეულში.

Chainalysis-ი აცხადებს, რომ მისი შეფასებები კრიპტო სერვისების გარიგების მონაცემებს ეყრდნობა, თუმცა ტექნოლოგიის დეცენტრალიზებული ხასიათი შეუძლებელს ხდის იმის ცოდნას, თუ სად მდებარეობს ნებისმიერი ინდივიდუალური გარიგების მხარე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი