LIVE

ევროპული კომპანიები პანდემიის შემდეგ ჩინეთში ინვესტიციებს გაზრდიან

08 ივნ 202112:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 885
ევროპული კომპანიები პანდემიის შემდეგ ჩინეთში ინვესტიციებს გაზრდიან
Reuters

ევროპული ბიზნესი პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის შემდეგ ჩინეთში მეტ ინვესტიციას ჩადებს, რაც ქვეყნის ზრდისა და მოგების კიდევ უფრო მნიშვნელოვან წყაროდ იქცევა. პროგნოზს ევროპის სავაჭრო პალატის ყოველწლიური კვლევის ავტორები აკეთებენ.

2021 წელს ევროპული კომპანიების თითქმის 60% ჩინეთში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 51%-ით მეტია. 585 რესპონდენტიდან დაახლოებით ნახევარმა განაცხადა, რომ ჩინეთში მოგების მარჟა უფრო მაღალია, ვიდრე გლობალური საშუალო მაჩვენებელი.

“ჩინეთის ბაზრის მდგრადობამ ევროპულ კომპანიებს Covid-19-ის პანდემიის დროს საჭირო თავშესაფარი მისცა”,- ნათქვამია კვლევაში. 2020 წელს ვირუსის სწრაფი შეკავება და ეკონომიკის წარმატებული განახლება გლობალური ზრდის მთავარი მამოძრავებელი გახდა.

კვლევის თანახმად, გამოკითხული კომპანიების მეოთხედი “აპირებს მომარაგების ჯაჭვების გადაადგილებას, წარმოების ხაზების ჩინეთში გადატანას, ან ადგილობრივი წარმოების მომწოდებლებზე გადასვლას”.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია