LIVE

Coinbase-ზე განთავსების შემდეგ, Dogecoin-ი 24%-ით გაიზარდა

05 ივნ 202113:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 782
Coinbase-ზე განთავსების შემდეგ, Dogecoin-ი 24%-ით გაიზარდა

Dogecoin-ის პერფორმანსი, Coinbase-ზე განთავსების შემდეგ, ამ კვირაში მის ტოპ კონკურენტებს აჭარბებს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა ბიტკოინი და ეთერიუმი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6.2% და 14.9%-ით გაიზარდა, CoinGecko-ს ფასების თანახმად, ლონდონში Dogecoin-ის ფასმა 24%-იანი ზრდა დააფიქსირა.  Coinbase-მა რამდენიმე კვირის წინ დაადასტურა, რომ Dogecoin-ის დამატებას აპირებდა თავის პლატფორმაზე, თუმცა განცხადება იმის შესახებ, რომ ბირჟა უკვე მხარს უჭერს სიმბოლოს Coinbase.com-ზე და Coinbase-ის Android და iOS აპებში ნიშნავს, რომ Dogecoin უფრო ხელმისაწვდომია და აგრძელებს თავის დამკვიდრებას.

Dogecoin-მა გასული წლის განმავლობაში 14,000%-ზე მეტი ზრდა აჩვენა, რაც კრიპტო საზოგადოებასაც კი უკვირს და მას მეექვსე ყველაზე დიდ საბაზრო ღირებულებას ანიჭებს. მისი მიღწევები წარმოდგენილია, როგორც საცალო მოვაჭრების ძალაუფლების მაგალითი, მიმების მიმზიდველობა და სასწავლო ქეისი, თუ რა შეიძლება მოხდეს მსოფლიოში, სადაც ფედერალური სარეზერვო სისტემა და სხვა ცენტრალური ბანკები შედარებით თავისუფალ მონეტარულ პოლიტიკას იყენებენ Covid-ის ეკონომიკური შედეგების დასაძლევად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი