LIVE

ჰიბრიდული შტამის დაფიქსირების შემდეგ, ვიეტნამში მასობრივი ტესტირება დაიწყო

31 მაი 202116:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 855
ჰიბრიდული შტამის დაფიქსირების შემდეგ, ვიეტნამში მასობრივი ტესტირება დაიწყო
GETTY IMAGES

ვიეტნამი იმედოვნებს, რომ ქალაქ ხოშიმინში Covid-19-ის ახალ აფეთქებას რისკის ჯგუფების მასობრივი ტესტირებითა და სოციალური დისტანციის დაცვით  გაუმკლავდება.

ვიეტნამი ამ დრომდე პანდემიას წარმატებით მართავდა, თუმცა ბოლო კვირებში შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის მიზეზადაც ახალი შტამი მიიჩნევა. 

ორი დღის წინ, ქვეყნის მთავრობამ "ძალიან საშიში" ვარიანტის აღმოჩენის შესახებ განაცხადაშტამი ინდური და ბრიტანული ვარიანტების ჰიბრიდია და ჰაერის მეშვეობით ადვილად ვრცელდება.

ჯანდაცვის მინისტრის, ნგუნ თან ლონგის თქმით, ახალი, ჰიბრიდული ვარიანტი უფრო გადამდებია, ვიდრე წინა შტამები. 

ვიეტნამში 2020 წლის იანვარში ვირუსის აღმოჩენის შემდეგ სულ Covid-19-ით ინფიცირების 7000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 47 გარდაიცვალა. ინფიცირების შემთხვევების თითქმის ნახევარი ბოლო აფეთქებაზე მოდის.

ბოლოდროინდელი აფეთქება უკავშირდება რელიგიურ რიტუალს, რომლის შედეგადაც ქალაქში ახალი კლასტერი გააჩინა. 

კლასტერის წევრების მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის ტესტირება უკვე დასრულდა. ამჟამად მთავრობა ყოველდღიურად 100 000 პირის შემოწმებას გეგმავს.

ტესტირების გარდა, 15 ივნისამდე გამკაცრდა სოციალური დისტანციის ზომები. მთელი ქალაქის მასშტაბით დაიკეტა მაღაზიები და რესტორნები იკეტება და შეჩერდა რელიგიური საქმიანობა.

ამჟამად ხოშიმინში აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის საჯარო შეკრება, თუმცა განიხილება, რომ ეს რიცხვი 5-მდე შემცირდეს. 

ვიეტნამში აცრილია ერთი მილიონი ადამიანი, რაც მოსახლეობის 1%-ს შეადგენს.