LIVE

TikTok-მა დიდ ბრიტანეთში $119.5 მილიონი დოლარი იზარალა

25 დეკ 202013:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 362
TikTok-მა დიდ ბრიტანეთში $119.5 მილიონი დოლარი იზარალა

რეკლამირებისა და მარკეტინგის ხარჯმა 2019 წელს TikTok– ის ბრიტანული ბიზნესი 119.5 მილიონი დოლარით აზარალა. 

ByteDance-მა, რომელიც TikTok-ის დედობილი კომპანიაა, ფინანსური ანგარიშგება სრულად არ გაამხილა, თუმცა კომპანიის უახლესი მონაცემების მიხედვით ცნობილია, რომ 2019 წლისთვის ბრიტანეთში გაყიდვებმა 20 მილიონი დოლარი შეადგინა. გაყიდვებისა და მარკეტინგის ხარჯებმა კი წლის განმავლობაში $109 მილიონს მიაღწია.

შედარებისთვის,  ByteDance–მა 3 მილიარდ დოლარზე მეტი მოგება მიიღო, მაშინ როცა მისი შემოსავლები 2019 წელს 17 მილიარდ დოლარზე მეტი იყო. კომპანია უკვე 140 მილიარდი დოლარი ღირს, CB Insights- ის თანახმად.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, TikTok ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაცია გახდა მსოფლიოში, განსაკუთრებით თინეიჯერებს შორის. მისმა გავლენამ ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღებაც კი მიიქცია, რაც ამტკიცებს, რომ აპპლიკაციის ჩინური მფლობელობა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აღიქმება.

”დღეის მდგომარეობით, TikTok მომხმარებლების რაოდენობა 100 მილიონზე მეტ ადამიანს ითვლის გაერთიანებული სამეფოს და ევროპის მასშტაბით და ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ზრდის სამომავლო პოტენციალით," - კომპანიამ და განმარტა, რომ ზარალთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია გაერთიანებულ სამეფოში TikTok– ის განვითარების და ინვესტიციების ადრეულ პერიოდს ასახავს და სწორედ ამ კონტექსტში უნდა იქნას აღქმული.

მიუხედავად ამისა, TikTok– ის გლობალური ბიზნესის პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია. პრეზიდენტმა ტრამპმა სექტემბრის შუა რიცხვებში მოიწონა წინასწარი გეგმა, რომლის თანახმად ByteDance TikTok– ის ნაწილს Oracle– ს, Walmart– ს და აშშ – ს საინვესტიციო ფირმებს Sequoia-ს, KKR-ს და General Atlantic– ს მიჰყიდის, შედეგად კი დამოუკიდებელი კომპანია შეიქმნება, სახელწოდებით TikTok Global. გარიგებაზე შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გაილს ტერნერი