
Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიფრინავდა, ბელარუსმა იძულებით დასვა მინსკში, სადაც ხელისუფლებამ დააკავა ჟურნალისტი, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს აშუქებდა და ალექსანდრე ლუკაშენკოს სადავო გამარჯვებას აპროტესტებდა.
Ryanair-ის სპიკერი აცხადებს, რომ Boeing 737-800-ის ეკიპაჟს, რომელსაც ათენიდან ვილნიუსისკენ მგზავრები გადაყავდა, ბელარუსის ხელისუფლებამ ”ბორტზე უსაფრთხოების პოტენციური საფრთხის შესახებ” აცნობა, რის შემდეგაც ფრენას მიმართულება მინსკისკენ შეუცვალეს.
A Ryanair flight #FR4978 from Athens to Vilnius, diverted to Minsk in Belarus earlier today.https://t.co/rnUpiqOjch
— Flightradar24 (@flightradar24) May 23, 2021
According to reports in media a Belarus journalist, that was onboard the flight, was arrested after the diversion to Minsk. pic.twitter.com/MQyvXsDExM
მას შემდეგ, რაც Mig-29 გამანადგურებელმა კომერციული ფრენა ბელარუსის დედაქალაქში დასვა, ოფიციალურმა პირებმა რამან პრატასევიჩი, ბელარუსის ყველაზე პოპულარული Telegram-ის ახალი ამბების არხების ყოფილი მთავარი რედაქტორი, თვითმფრინავშივე დააპატიმრეს.
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ფაქტს ”უპრეცედენტო” უწოდა და NATO-ს და ევროკავშირს მოუწოდა რეაგირება მოახდინონ ბელარუსის რეჟიმის მიერ სამოქალაქო ავიაციისთვის საფრთხის შექმნაზე.
იძულებითი დაშვება ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების ორდღიან შეხვედრას უსწრებს წინ, სადაც როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, შემთხვევას განიხილავენ. ბელარუსის ქმედებები ასევე დაიგმო საბერძნეთის, ლიეტუვის, ავსტრიის და საფრანგეთის მხრიდანაც.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მილდა შეპუტიტე