LIVE

Nuro - პირველი მანქანა, რომელიც პროდუქტს მძღოლის გარეშე მოგიტანთ

24 დეკ 202012:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 425
Nuro - პირველი მანქანა, რომელიც პროდუქტს მძღოლის გარეშე მოგიტანთ
Annie Mulligan/The Washington Post via Getty Images

კალიფორნიაში მალე რობოტაქსები გამოჩნდებიან. ავტომობილები, რომლებიც მძღოლის გარეშე იმართებიან, მიტანის სერვისს სრულფასოვნად განახორციელებენ. კომპანია Nuro-ს მანქანები 3 წლის განმავლობაში სატესტო რეჟიმში მუშაობდნენ, ახლა კი საკვებს, სასმელს, მედიკამენტებს თუ პროდუქტს მომხმარებლებამდე მიიტანენ. სერვისის განსახორციელებლად კომპანია Toyota Prius-ს და საკუთარ პატარა მანქანას, სახელწოდებით, R2, იყენებს. 

ავტომანქანები სრულად შეესაბამებიან უსაფრთხოების სტანდარტს. მათ შეუძლიათ თავიდან აიცილონ საავარიო სიტუაციები, რეაგირებენ პოლიციის ბრძანებასა და საგანგებო შემთხვევებზე. მათი მაქსიმალური სიჩქარე საათში 25 მილია. ავტომატური მართვის მანქანები ჯერჯერობით მხოლოდ კარგ ამინდში იმოძრავებენ და გარკვეული უბნებით შემოიფარგლებიან. 

შესაძლოა, კალიფორნიაში მალე სხვა რობოტაქსებიც გამოჩნდნენ. ტესტირების უფლება უკვე მიიღეს Amazon.com-ის ავტომატური მართვის ავტომობილმა Zoox-მა და GM-ის Waymo-მ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალან ლევინი