LIVE

შერეული ვაქცინებით აცრა მსუბუქი გვერდითი მოვლენების რისკის ზრდის

16 მაი 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1371
შერეული ვაქცინებით აცრა მსუბუქი გვერდითი მოვლენების რისკის ზრდის
Hollie Adams/Bloomberg

უკანასკნელი კვლევა, Covid-19-ის საწინააღმდეგო ორი წამყვანი ვაქცინის დოზების შერევის შემთხვევაში, ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ ზუსტ მონაცემს ჯერ კიდევ არ გვაწვდის, თუმცა ცნობილია, რომ ასეთი “კოქტეილი” პაციენტებში ზრდის ისეთ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა დაღლილობის შეგრძნება და თავის ტკივილი. 

ადამიანებმა, რომლებმაც პირველ დოზად AstraZeneca მიიღეს და მეორე დოზისთვის Pfizer-ის ვაქცინა გაიკეთეს, ოთხი კვირის შემდეგ უფრო ხშირად მიუთითეს ხანმოკლე და უმეტესად მსუბუქ გვერდით მოვლენებზე. ამის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში წერენ.

შედარებისთვის, კვლევის მიხედვით, სხვადასხვა ვაქცინით აცრის შემთხევვაში, ძლიერი დაღლილობის შეგრძნება მონაწილეთა 10%-ს აღენიშნებოდა, მაშინ, როცა ერთი დასახელების ვაქცინით ვაქცინირებულებში ამ სიმპტომზე 3% მიუთითებდა. 

კვლევაში 50+ ასაკის ჯგუფი მონაწილეობდა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, ახალგაზრდებში რეაქციები უფრო ძლიერად იყოს გამოხატული.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ შედარებით ძლიერი გვერდითი მოვლენები რამდენიმე დღეში ქრება. ამასთან, კვლევით დგინდება, რომ ვაქცინების შერევა უსაფრთხოა. 

დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყენების ჯანდაცვის უწყებები და მკვლევრები ვაქცინების სიმცირესთან გამკლავებას სრული აცრისთვის  სხვადასხვა ვაქცინის გამოყენებას განიხილავენ. თუ მეცნიერები ამ მიდგომის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში დარწმუნდებიან, ეს ვაქცინების მარაგების მართვას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

ვაქცინების კომბინაციას რამდენიმე ქვეყანაში მიმართავენ. მაგალითად, საფრანგეთში იმ პირებს, ვისაც AstraZeneca ვაქცინის ასაკობრივ შეზღუდვამდე გაუკეთდა, მეორე დოზისთვის Pfizer/BioNTech-ის დოზას სთავაზობენ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მართა ფორკადე და სუზი რინგი