LIVE

IPO-ს შეჩერების შემდეგ, Ant Group-მა $3.4 მილიარდიანი მოგება დააფიქსირა

17 მაი 202111:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1007
IPO-ს შეჩერების შემდეგ, Ant Group-მა $3.4 მილიარდიანი მოგება დააფიქსირა
Bloomberg

მას შემდეგ, რაც ჩინეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა ჯეკ მას Ant Group-ის IPO შეაფერხეს, მისი მოგება 2020 წლის მეოთხე კვარტალში $3.4 მილიარდამდე გაიზარდა.

მილიარდერ ჯეკ მას ფინტექურმა გიგანტმა თითქმის 7,2 მილიარდი იუანი შეიტანა Alibaba Group Holding-ის მოგებაში. ანგარიში ხაზს უსვამს მოგების ოდენობას, სანამ ხელისუფლება ჩინეთის უდიდეს ფინტექ კომპანიას ფინანსური ბიზნესის ჰოლდინგურ კომპანიაში გადაყვანას მოსთხოვდა, რამაც მისი ზრდის პერსპექტივა შეაფერხა.

მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარე ერიკ ჯინგი თანამშრომლებს დაჰპირდა, რომ კომპანია საბოლოოდ საფონდო ბირჟაზე აქციებს განათავსებს, მისი შეფასება, სავარაუდოდ, გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე კომპანია ხელისუფლების დარტყმებს მიიღებდა.

Fidelity Investments-ის მიხედვით, Ant Group-ის შეფასება თებერვალში განახევრდა და დაახლოებით $144 მილიარდი შეადგინა, როცა აგვისტოში $295 მილიარდი იყო.

რაც შეეხება Alibaba-ს, მან ცხრა წლის განმავლობაში პირველი ზარალის შესახებ განაცხადა, თუმცა კომპანია პირობას დებს, რომ მომავალი წლის განმავლობაში ხარჯებს ტექნოლოგიისა და საზოგადოების კომერციის გაფართოების მიმართულებით გაზრდის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლულუ იულინ ჩენი