LIVE

კოოპერატივებს ტყეში მოკრეფილი კენკრის უნებართვოდ გაყიდვა ეკრძალებათ

14 მაი 202117:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1772

"ტყითსარგებლობის ახალი წესის" თანახმად, არამერქნული რესურსებისა და მერქნიანი მცენარეების შესაბამისი ნებართვის გარეშე კომერციალიზაცია  იკრძალება.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი „ბიზნეს ფორმულასთან” საუბრისას განმარტავს, რომ ფიზიკური პირებისთვის, როგორც პირადი მოხმარებისთვის ისე რეალიზაციის კუთხით, კენკროვანი მცენარეების მოპოვება კვლავ შესაძლებელია. რაც შეეხება კოოპერატივებს, მათ პროდუქტის მოსაპოვებლად შესაბამისი ნებართვა დასჭირდებათ.

„სამინისტრო გასცემს 1-წლიან ნებართვებს და პროცედურა იქნება ნაკლებ ბიუროკრატიული“,- აცხადებს ნინო წილოსანი.

"ტყითსარგებლობის ახალი წესის" შესახებ, უცნობი რჩება ბევრი დეტალი, მათ შორის გადასახადის ოდენობაც, რომელიც კოოპერატივებს დაეკისრებათ. როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი განმარტავს, დეტალები მომდევნო ორი თვის განმავლობაში დაზუსტდება.

კერძო სექტორის შეფასებით, ქვეყანა ამ ეტაპზე მსგავსი რეგულაციის შესასრულებლად მზად არაა და კოოპერატივებისთვის ეს ფინანსურად დამაზიანებელი იქნება.