LIVE

ბრაზილია ორსულების AstraZeneca-თი აცრას აჩერებს

12 მაი 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 722
ბრაზილია ორსულების AstraZeneca-თი აცრას აჩერებს

ბრაზილიის ჯანმრთელობის მარეგულირებელი ორგანო ANVISA მთავრობას მოუწოდებს, რომ ორსულებში AstraZeneca-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენება შეაჩეროს. ამის მიზეზი რიო-დე-ჟანეიროში აცრილი ორსულის გარდაცვალების ერთი შემთხვევაა. 

ქალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაზეთმა Folha de Sao Paulo-მ გაავრცელა. ფაქტს ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო გუშინ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. 

Anvisa-ს რეკომენდაციის საფუძველზე სან პაულოს შტატმა დროებით შეაჩერა იმ ორსულების აცრა, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, მეტი ინფორმაცია ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტრო და Anvisa უფრო დეტალურ განცხადებას გამოაქვეყნებენ. 

სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აცრის შედეგად გართულებები ძალზე იშვიათია და Covid-19 ორსულებისთვის უფრო მეტ რისკს ქმნის, ვიდრე ვაქცინა. ამიტომ ის ორსულების ვაქცინაციას კვლავ მხარს უჭერს, თუმცა აცხადებს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ორსულების აცრის საკითხი ხელახლა შეფასებას მოითხოვს.

AstraZeneca-ში აცხადებენ, რომ წინასწარი კლინიკური კვლევები ორსულობასთან ან ნაყოფის განვითარებასთან დაკავშირებულ მავნე ზემოქმედების შესახებ არ მიუთითებენ, თუმცა ამ მიმართულებით კვლევები გრძელდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯულია ლეიტა და ისადორა კალუმბი