LIVE

TikTok-ი შოპინგის ფუნქციას სატესტო რეჟიმში ამატებს

11 მაი 202120:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 655
TikTok-ი შოპინგის ფუნქციას სატესტო რეჟიმში ამატებს
Bloomberg

TikTok-ი ევროპულ ბაზარზე შიდა-აპლიკაციური შოპინგის ფუნქციას სატესტო რეჟიმში ამატებს, რაც მას Facebook-ის პირდაპირ კონკურენტად აქცევს.

პოპულარულ ვიდეო აპლიკაციას სურს, მისი ჩინური ვერსიის Douyin-ის წარმატების გამეორება, რომლის კომერციულმა ტრანზაქციებმა ოპერაციის პირველივე წელს $26 მილიარდი შეადგინა.

სატესტო რეჟიმი გადაწყვეტს, როგორ მოხდება აპლიკაციის შიგნით შოპინგის ფუნქციის დანერგვა. ჯერჯერობით ფუნქცია მხოლოდ მომხმარებლების შერჩეული რაოდენობისთვის არის ხილვადი და უცნობია, როდის წარადგენს კომპანია შოპინგის ფუნქციას ოფიციალურად.

პროტოტიპის მიხედვით, ვიდეო პლატფორმაზე ბრენდები სპეციალურ მაღაზიებს შექმნიან და მართავენ, მიიღებენ შეკვეთებს და ინტერაქციაში ჩაერთვებიან უშუალოდ მყიდველებთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩინური კომპანიას გაყიდვებში პირდაპირი როლი არ ექნება, იმედოვნებს, რომ უფრო მეტ რეკლამას მიჰყიდის სავაჭრო ობიექტებს.

TikTok-ის მფლობელი ByteDance აგრესიულად შედის ჩინური ელექტრონული კომერციის $1.7 ტრილიონიან ბაზარზე, იმ იმედით, რომ კიდევ ერთი მეგა-ზრდის ამბავს დაამატებს, სავარაუდოდ, მისი საწყისი საჯარო შეთავაზების წინ.

კომპანიის მიზანი 2022 წლისთვის ელექტრონული კომერციის $185 მილიარდიანი ბრუნვაა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კოკო ლუ, ზეპინგ ჰუანგი და გაილს ტერნერი