
ელონ მასკის SNL-ზე გამოჩენას Dogecoin-ის ინვესტორები დიდი იმედებით ელიან. მოლოდინებს ხელი Tesla-ს დამფუძნებლის ტვიტმაც შეუწყო, სადაც გადაცემის სხვა სტუმრებთან ფოტო ფოტოშოპით ჩასმულ Dogecoin-ის სიმბოლოსთან ერთად გამოაქვეყნა. Dogecoin-ის ინვესტორების მოლოდინით, მასკი კიდევ ერთხელ გააკეთებს კომენტარს ციფრული მონეტის შესახებ, რაც ფასის დრამატულად გაზრდას გამოიწვევს.
Guest starring … pic.twitter.com/buM3bTOWbX
— Elon Musk (@elonmusk) May 7, 2021
Dogecoin-ის ფასი წელს 12,000%-ით, ხოლო გასული წლის ივლისიდან დაახლოებით 30,000%-ით გაიზარდა. ის ფაქტი, რომ Dogecoin-ი ცენტის ფრაქციებით ვაჭრობდა, მის მიმზიდველობას წარმოადგენდა. თუმცა, მონეტის ფასი ბოლო დროს კონსისტენტურად იზრდება და უკვე 60 ცენტს აჭარბებს
Dogecoin-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ახლა დაახლოებით $88 მილიარდია, გასული კვირის $35 მილიარდიდან.
მასკს გარკვეული დამსახურება აქვს ციფრული მონეტის ზრდაში. მილიარდერი დიდი ხანია კრიპტოვალუტის გულშემატკივარია და Twitter-ის საშუალებით მრავალჯერ იქონია მონეტის ფასზე გავლენა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი:მისირლენა ეგოლფოუფოუ