
ჯეფ ბეზოსმა Amazon.com-ის დაახლოებით $2,5 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა.
აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და გაცვლის კომისიის მონაცემების თანახმად, ამ კვირაში ბეზოსმა დაახლოებით 739,000 აქცია გაყიდა. არსებული ინფორმაციით, კი ბეზოსი Amazon-ის კიდევ 2 მილიონამდე აქციის გაყიდვას გეგმავს.
Amazon.com-ის 10%-ზე მეტი ისევ ჯეფ ბეზოსის მფლობელობაშია, რაც Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, მისი $191.3 მილიარდიანი ქონების ძირითადი წყაროა.
Amazon-ის აქციების ფასი მიმდინარე წელს მცირედით შეიცვალა მას შემდეგ, რაც 2020 წელს პანდემიის დროს, ონლაინ შოპინგის პოპულარობის გამო 76%-ით გაიზარდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი:ტომ მალოუნი