LIVE

რეაბილიტაციის შემდეგ "ენგურჰესი" ამუშავდა 

27 აპრ 202118:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1406
რეაბილიტაციის შემდეგ "ენგურჰესი" ამუშავდა 

"ენგურჰესის" 3-თვიანი რეაბილიტაცია დასრულდა. 2021 წლის 27 აპრილს, 17.40-ზე "ენგურჰესი" ერთიან ქსელში ჩაერთო.

ჰიდროელექტროსადგურის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდეგ, ქვეყნის უდიდესი ჰიდროლექტროსადგურის ჰიდროაგრეგატები უკვე ამუშავდა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 20 იანვარს, სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით, "ენგურჰესი" გაჩერდა.