LIVE

უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო კონცენტრაცია რეკორდულად მაღალია

20 აპრ 202112:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1281
უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო კონცენტრაცია რეკორდულად მაღალია
voanews

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან მობილიზაცია 150,000 სამხედრომდე გაზარდა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კონფლიქტის განახლების ალბათობას.

მისი თქმის, გრძელდება საველე ჰოსპიტლებისა და რუსული ჯარების განთავსება, რომლებიც ყველა სახის სამხედრო მასალებითა და შეიარაღებით არიან აღჭურვილნი. ამ რაოდენობის სამხედრო ძალების კონცენტრაციას დიდი ფეთქებადსაშიში პოტენციალი აქვს.

ბორელს არ დაუკონკრეტებია, საიდან მოიპოვა ეს მონაცემები, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება უკრაინის მთავრობის მიერ გაჟღერებულს. მან აგრეთვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე, ევროკავშირი არ განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას სამხედრო კონცენტრაციის, ან ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

ბოლო დროს სულ უფრო მეტი ქვეყანა გმობს რუსეთის ქმედებებს, ხოლო ჩეხეთის მთავრობამ მოსკოვი დაადანაშაულა აფეთქების ორგანიზებაში და ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ონლაინ დიალოგი ჰქონდათ მათ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან, სადაც ეს უკანასკნელი მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში.

ცოტა ხნის წინ, აშშ-მა სადამსჯელო ზომები მიიღო რუსეთის წინააღმდეგ. ბაიდენის ადმინისტრაციამ აგრეთვე გააფრთხილა მოსკოვი მოსალოდნელი შედეგების თაობაზე, ნავალნის გარდაცვალების შემთხვევაში.

აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ ავიახაზებს მოუწოდა, „მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ“, როდესაც უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიების თავზე დაფრინავენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონ აინგერი