LIVE

პუტინი საკუთარ ბედს ცდის

18 აპრ 202113:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 1223
პუტინი საკუთარ ბედს ცდის
Alexey Druzhinin/AFP via Getty Images

პოლიტიკაში, ისევე როგორც სპორტში, ზოგიერთი შეცდომის გამოსწორება ან დაძლევა შესაძლებელია, მაგრამ არა ყველასი, თუნდაც მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მმართველებისთვის. ამპარტავნებით ან გაუგებრობით გამოწვეული შეცდომების რაოდენობა იზრდება რეჟიმის ასაკის მატებასთან ერთად და შედეგები შესაძლოა მოულოდნელი აღმოჩნდეს.

შეიძლება ეს ის მომენტია, როდესაც პუტინი ავტორიტეტს საფრთხის შემცველი შეცდომებით რისკავს?

პუტინის მმართველობიდან 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ, რუსეთი უფრო ბნელ, უფრო რეპრესიულ ფაზაში შევიდა. 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ მისი პოპულარობა შემცირდა და ლეგიტიმურობის განმტკიცების მცდელობები ნებისმიერი განსხვავებული აზრის მიმართ შეუწყნარებლობას ავლენს. ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები პარანოიაზე მიანიშნებს და ის, როგორც ჩანს, სულ უფრო მეტად იზოლირდება, თავს იცავს განსხვავებული აზრისგან.

ეს ის მომენტია, როდესაც ავტოკრატიული რეჟიმები გადაჭარბებულ რისკზე მიდიან, ან ერთდროულად ძალიან ბევრ ბრძოლაში ერთვებიან.

კრემლისთვის ასეთი შეცდომა შეიძლება იყოს უკრაინის საზღვარზე ჯარის მასობრივი განლაგება, რომელიც ომზე მიანიშნებს, ან პუტინის სისტემის ყველაზე მწვავე კრიტიკოსის დაპატიმრება და გახმაურებული შიმშილობა. გაჭიანურებულ კონფლიქტსა და მოწამეს სერიოზული შედეგები მოჰყვება.

რა თქმა უნდა, კონტექსტს აქვს მნიშვნელობა. ალექსეი ნავალნის დაპატიმრებამ ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური ქუჩის საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. არა იმიტომ, რომ ის პოპულარული ფიგურაა, არამედ იმიტომ, რომ მისი მიმართვა - და მისი ფილმი, რომელიც პუტინს უკავშირდება - პროვოცირებას ახდენს. ცხოვრების დონის დაცემამ, სავარაუდო კორუფციამ, რუბლის გაუფასურებამ, ფასების ზრდამ და რეალური შემოსავლის შემცირებამ, რუსებს დიდი ზიანი მიაყენა. პანდემიური დახმარების მოცულობა კი მცირეა.

თუმცა, ნებისმიერი შეცდომა სულაც არ ნიშნავს დასასრულს. რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა მყარია და ხალხის ამბოხი ნაკლებად სავარაუდოა. კარგი მაკროეკონომიკური მენეჯმენტი ნიშნავს სტაბილურობას, თუმცა ინოვაციებისა და მნიშვნელოვანი ზრდის გარეშე. რუსეთმა კარგად გაართვა თავი 2020 წლის შოკს. საეჭვოა, შეძლებს თუ არა პუტინი,  თავიდან აიცილოს სასჯელი გარედან, რომელიც სარისკო პროვოკაციებს მოჰყვება.

კრემლმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობა უარყო, მაგრამ რუსეთში დაბრუნების შემდეგ მისი დაპატიმრება გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა, შეცდომა იყოს. რუსებს ორმხრივი დამოკიდებულება აქვთ ანტიკორუფციული კამპანიის მიმართ - 5 აპრილს Levada-ს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსების დაახლოებით ნახევრისთვის განაჩენი გამართლებული იყო, მაგრამ 80%-ზე მეტმა იცოდა ნავალნის საქმის შესახებ. მან მოუწოდა მომიტინგეებს ქვეყნის მასშტაბით, გამოსულიყვენ ქუჩაში არა მისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის.  

მას შემდეგ ნავალნის მოკავშირეების მასშტაბები გაიზარდა და 500 000 ადამიანის მონაწილეობით დემონსტრაცია იგეგმება. ნავალნის შიმშილობამ, წინააღმდეგობის სასოწარკვეთილმა გამოვლენამ, შეიძლება კიდევ უფრო სერიოზული რამ გააღვიძოს. ტყუილად არ სურს სახელმწიფოს მისი ძალდატანებით კვება. მთავრობამ, რომელიც ოპოზიციის ლიდერს კრიმინალად წარმოაჩენდა, შეიძლება აღმოჩნოს, რომ ხალხისთვის ნავალნი უფრო სიმპატიური და ჰუმანურია, როგორც ეს მოხდა 1981 წლის რესპუბლიკელ პატიმართა შიმშილობის დროს ჩრდილოეთ ირლანდიაში.

წარსული დისიდენტები დადუმდნენ, მაგრამ ეს შეიძლება უფრო რთული იყოს სოციალური მედიის ეპოქაში, როდესაც მისი ჯანმრთელობის გაუარესების ამბები ყოველდღიურად გამოდის სააშკარაოზე.

2014 წლის მსგავსი შიდა მხარდაჭერის გარეშე, ესკალაციის ზრდა აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ უფრო სერიოზული საერთაშორისო შედეგების მომტანია. შეტაკებები გახშირდა და გასულ თვეში ყირიმში სამხედრო წვრთნები ჩატარდა. მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ კონფლიქტის გაღვივებაში, მაგრამ რუსული რიტორიკა გაფრთხილებებით არის მოცული. თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, რუსეთმა რამდენიმე ქვედანაყოფი გაგზავნა რეგიონში NATO-ს „მუქარის“ საპასუხოდ.

რა არის პუტინის მოტიცავია: გატესტოს ჯო ბაიდენის სიმტკიცე, თუ ევროპის ორაზროვანი გადაწყვეტილება? გააფრთხულოს უკრაინის მთავრობა, თუ, უბრალოდ, შიდა საქმეებიდან გადაიტანოს ყურადღება?

ეს გვიჩვენებს, რომ მოსკოვი, რომელსაც მოქნილი და კარგად დაფინანსებული სამხედროები უჭერენ მხარს, მარტო იმოქმედებს, თუნდაც ამან კიევს კიდევ უფრო მეტად უბიძგოს დასავლეთისკენ.

ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, ტრეიზმანის დასკვნით, არააქტიური ფაქტორები გამოწვეულია ავტოკრატების შეცდომებით - იქნება ეს ფოლკლენდის ომი, რომელიც განაპირობა არგენტინაში ლეოპოლდო გალტიერის მარცხი, ან პლებისციტი, რომელშიც ავგუსტო პინოჩეტი დამარცხდა.

სავარაუდოდ, ასე იქნება პუტინთანაც. ამ ეტაპზე, გაქვავებულ სისტემასაც შეუძლია გააგრძელოს მუშაობა, განსხვავებული აზრის ჩახშობის გზით. თუმცა, პუტინი ფრთხილად უნდა იყოს ჟონგლიორობისას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კლარა ფერეირა მარკესი