LIVE

დიპლომატების გაძევების სერია: ყველაფერი რუსეთ-ჩეხეთის დაპირისპირების შესახებ

19 აპრ 202114:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1099
დიპლომატების გაძევების სერია: ყველაფერი რუსეთ-ჩეხეთის დაპირისპირების შესახებ
PHOTO: AFP

რუსეთი 20 ჩეხ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ეს კრემლის მხრიდან ჩეხეთიდან 18 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილების საპასუხო ნაბიჯია. ჩეხ დიპლომატებს რუსეთის დატოვებისთვის 1 დღე აქვთ, ხოლო რუს დიპლომატებს - 72 საათი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩეხეთის გადაწყვეტილებას "უპრეცედენტო" და "მტრული ქმედება" უწოდა. ბრალდების განსახილველად ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს შეიკრიბებიან.

რაში ადანაშაულებს ჩეხეთი რუსეთს?

ჩეხეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ დიპლომატები რეალურად რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები არიან და 2014 წელს იარაღის საწყობის აფეთქებაში მიიღეს მონაწილეობა. თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 2 ადამიანი, დაიმსხვრა მიმდებარე კორპუსების ფანჯრები. დაღუპულების ნეშტები, რომლებიც დაწესებულებაში მუშაობდნენ, ერთი თვის შემდეგ იპოვნეს.

თავდაპირველად აფეთქება უბედურ შემთხვევად შეფასდა, თუმცა შემდეგ გამოძიებამ მომხდარში GRU-ს 29155-ე დანაყოფი დაადანაშაულა.

ჩეხეთის მედიის ინფორმაციით, საწყობში არსებული იარაღი უკრაინელი მებრძოლებისა და სირიაში რუსეთის მხარდაჭერილი მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებულებისთვის იყო განკუთვნილი.

The explosion destroyed a remote ammunition storage facility situated in a Czech forest

ვინ არიან ეჭვმიტანილები?

ჩეხეთის პოლიციამ შეძლო აფეთქებაში მონაწილე ორი პირის იდენტიფიცირება - ალექსანდრე მიშკინი და ანატოლი ჩეპიგოვი, რომლებიც სოლსბერიში, ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში მონაწილეობდნენ.

საგამოძიებო საიტმა Bellingcat სოლსბერის ეჭვმიტანილები, GRU-ს ოფიცრები გამოავლინა - რუსლან ბოშიროვი, როგორც ანატოლი ჩეპიგა, ხოლო ალექსანდრე პეტროვი, როგორც ალექსანდრე მიშკინი.

ჩეხეთის პოლიციამ აფეთქებაში მონაწილე პირების ფოტოსურათები შეადარა იმ ორი ადამიანის ფოტოებს, რომლებიც სოლსბერის მოწამვლაში მონაწილეობდნენ. იდენტიფიცირება მოხდა პასპორტის ფოტოებიდან, რომელიც ელ.ფოსტით გაიგზავნა Imsex ჯგუფში.

თითქოს ტაჯიკეთის ეროვნული გვარდიიდან გაგზავნილ წერილში ითხოვდნენ ინსპექტირების მიზნით ორი ადამიანისთვის საწყობში შესვლის ნებართვას. პასპორტის ფოტოები სოლსბერის მოწამვლაში მონაწილე პირების იდენტური იყო.

მათ 13 ოქტომბერს საცხოვრებელი სახლი დაჯავშნეს ოსტრავაში, საბრძოლო მასალების საწყობთან და მეპატრონეს აცნობეს, რომ იქ 17 ოქტომბრამდე დარჩებოდნენ. აფეთქება 16 ოქტომბერს მოხდა. იმავე დღეს ორივე მათგანი ავსტრიაში გაფრინდა და ვენის აეროპორტიდან რუსეთში დაბრუნდა.

როგორ განვითარდება მოვლენები?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჩეხეთს „საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის დივერსიულ ქმედებებზე მკაცრი რეაგირების გამო“ მხარს უჭერს.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, იან გამაჩეკის თქმით, ისინი საქმის კურსში ჩააყენებენ NATO-სა და ევროკავშირის მოკავშირეებს და დღეს, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატში განიხილავენ ბრალდებებს.