LIVE

ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ „შემდგომი ზომების მისაღებად“ მზად არის

16 აპრ 202111:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 404
ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ „შემდგომი ზომების მისაღებად“ მზად არის

“თუ რუსეთი ჩვენს დემოკრატიაში ჩარევას განაგრძობს, შემდგომი საპასუხო ზომების მისაღებად მზად ვარ. ამის გაკეთება ჩემი, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის პასუხიმსგებლობაა“ - ეს განცხადება ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გააკეთა. პრეზიდენტი რუსეთისთვის დაწესებულ ფართო სანქციებს გამოეხმაურა, რაც, სავარაუდოდ, მოსკოვის გაღიზიანებას გამოიწვევს.

მიმართვაში შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სურს რუსეთთან „სტაბილური, პროგნოზირებადი ურთიერთობა“. ამ განცხადებას წინ უსწრებდა SolarWinds-ის კიბერთავდასხმის საპასუხოდ ახალი სანქციების დაწესება.

ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინი მას ევროპაში, ზაფხულში შეხვდება.

შეერთებულმა შტატებმა შეზღუდა ახალი სუვერენული სესხის შეძენა და დააწესა სანქციები 32 ბიზნესსა და ფიზიკურ პირზე, მათ შორის მთავრობისა და დაზვერვის წარმომადგენლებზე, ასევე, ექვს რუსულ კომპანიაზე, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის მთავრობის ჰაკერულ ოპერაციებს. აშშ გააძევებს ვაშინგტონში მყოფ 10 რუს დიპლომატს, მათ შორის დაზვერვის ოფიცრებს.

აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუტებს რუსეთის ცენტრალური ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა და სუვერენული აქტივების მართვის ფონდის მიერ გამოშვებული ახალი სესხების პირველად ბაზარში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს.

სანქციები ასახავს აშშ-ს მცდელობას, დააბალანსოს კრემლის დასჯის სურვილი წარსული ბოროტმოქმედებისათვის და, იმავდროულად, თავიდან აიცილოს ურთიერთობის შემდგომი გაუარესება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების გამო დაძაბულობა იზრდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯასტინ სინქი