LIVE

აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის მეგობრების წრე მცირდება

19 აპრ 202120:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 7192
აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის მეგობრების წრე მცირდება
Mikhail Klimentyev/AFP/Getty Images

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, უახლოესი მოკავშირე დაკარგა ევროპაში, რადგან ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიტიკოსები გაერთიანდნენ რუსეთის წინააღმდეგ.

ჩეხეთის ლიდერები მოსკოვს ადანაშაულებენ 2014 წლის აფეთქების ორგანიზებაში და ქვეყნიდან აძევებენ 18 რუს დიპლომატს. ისინი აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნავენ დასავლეთის მზარდ შეშფოთებებს რუსეთის ქმედებების მიმართ, იმ ფონზე, როდესაც აშშ რუსეთს სანქციებს უწესებს ჰაკერული თავდასხმებისა და არჩევნებში ჩარევის გამო, რუსეთი აძლიერებს სამხედრო კონცენტრაციას უკრაინის საზღვარზე და ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობა სულ უფრო უარესდება.

რუსეთი ჩეხეთს იყენებდა NATO-სა და ევროკავშირში საკუთარი გავლენის გასაზრდელად. მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა მჭიდროდ თანამშრომლობდა მოკავშირეებთან, მისი პრეზიდენტი, მილოშ ზემანი მოსკოვთან და პეკინთან ახლო ურთიერთობების აქტიური ადვოკატი იყო, 2013 წელს თანამდებობის დაკავების შემდეგ. ის აკრიტიკებდა აშშ-ს და ევროკავშირს, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, მოუწოდებდა რუსული ინვესტიციების ზრდისკენ და რუსული Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამტკიცებისკენ. თუმცა, ამჟამად, მანაც მთავრობის პოზიცია გაიზიარა პუტინის წინააღმდეგ, რაც რუსეთ-ჩეხეთის ურთიერთობებში ცვლილებების მკაფიო ნიშანია.  

„ჩვენ უნდა გავანეიტრალოთ რუსეთის მზარდი გავლენა ჩეხეთის პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ სფეროებში“,- განაცხადა ჩეხეთის სენატის თავმჯდომარემ.

მკვეთრად გაუარესებული ორმხრივი ურთიერთობები რუსული კომპანიების საქმიანობებზეც აისახება, რომლებიც გეგმავდნენ მონაწილეობა მიეღოთ დუკოვანის ატომური ელექტროსადგურის გაფართოების $7-მილიარდიან პროექტში. ჩეხი პოლიტიკოსების ერთსულოვანი პროტესტის შედეგად, ამ პროექტში რუსეთის მონაწილეობა პრაქტიკულად გამოირიცხა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ლენკა პონიკელსკა და ანდრეა დუდიკი