
სანამ აშშ პანდემიის შედეგებს უმკლავდება, მისი უდიდესი ბანკები რეკორდულ შემოსავლებს აფიქსირებენ. ამ კატეგორიაში JPMorgan მარტო არ არის- იგივე გააკეთეს Citigroup- მა, Morgan Stanley-მ და Goldman Sachs-მაც.
Wall Street-ი 2020 წლის გლობალური პამდემიის დროს აყვავდა და ეს კიდევ უფრო უკეთესად შეძლო 2021 წელს. JPMorgan Chase-ის საინვესტიციო – საბანკო გადასახადების ზრდამ მისი მოგება 14,3 მილიარდ დოლარამდე გაზარდა- რაც ყველაზე მეტია ფირმის კვარტალურ მოგებებს შორის. Citigroup-მა, სადაც საწესდებო აქციების საკომისიო გაორმაგდა, კვარტალური რეკორდი 7.94 მილიარდი დოლარი მოხსნა. ხოლო Morgan Stanley-მ ყველაზე მაღალი წმინდა შემოსავლები დააფიქსირა.
რაც შეეხება Goldman Sachs- ს, ბანკმა Reddit-ის მანიის კვარტალში რეკორდული 17,7 მილიარდი დოლარის შემოსავალი და 6,84 მილიარდი დოლარის მოგება აჩვენა.
რეკორდული მაჩვენებლები აქვთ სხვა კრედიტორებსაც. Bank of America-ს საინვესტიციო-საბანკო მოსაკრებლები 60%-ზე მეტით გაიზარდა და რეკორდულ 2,25 მილიარდ დოლარს მიაღწია. სიტუაცია ასევე დაეხმარა ბანკებს, რომლებმაც ფული სესხის დანაკარგებისთვის გადანახული მარაგებიდან გამოათავისუფლეს. Wells Fargo- მ, რომელიც წლების განმავლობაში სკანდალით იყო გარშემორტყმული მოგება 7- ჯერ გაიზარდა - მაგრამ არა რეკორდულ მაჩვენებლამდე.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექს აბელსონი