LIVE

Wizz Air-ი ფასების გაზრდას არ აპირებს

16 აპრ 202117:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 786

უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი დაბალ საფასო პოლიტიკას ინარჩუნებს. როგორც „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძრვანელმა, ანდრაშ რადომ განაცხადა, კომპანია ფინანსურად საკმაოდ მდგრადია.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ბაზის აღდგენაზე საუბარი ნაადრევია.

„სურვილი გვაქვს, რომ აღვადგინოთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ბაზა, თუმცა ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ როდის მოხდება ეს. ვაკვირდებით როდიდან და სიხშირით შევძლებთ ფრენების აღდგენას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ აქამდეც გვინდოდა ოპერირების აღდგენა, თუმცა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში არსებულმა რეგულაციებმა შეგვაფერხა. Wizz Air-ი ძალიან დაზარალდა პანდემიის გამო შექმნილი კრიზისით, თუმცა კომპანია ფინანსურად საკმაოდ მდგრადია და შეგვიძლია შევინარჩუნოთ დაბალი საფასო პოლიტიკა“,- აღნიშნა ანდრაშ რადომ.

ცნობისთვის, 18 აპრილს Wizz AIR ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას დაიწყებს.მაისიდან კი - ფრენებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებითაც დაიწყებს. Wizz AIR ივნისიდან ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით ეტაპობრივად განაახლებს.

ამასთან, საქართველოს ავიაბაზარზე ორი ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია: Eurowings-ი და FlyArystan-ი იწყებენ ოპერირებას.