LIVE

მაისიდან ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახური „ფლაიარისტანი“ რეგულარულ ფრენებს შესრულებს

13 აპრ 202120:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1106
მაისიდან ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახური „ფლაიარისტანი“ რეგულარულ ფრენებს შესრულებს

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია შემოდის. როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარე წლის მაისიდან ყაზახური ავიაგადამზიდავიფლაიარისტანი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს. აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი - ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც განხორციელდება რეგულარული ფრენები ქუთაისის აეროპორტში.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე, ჩვენს ქვეყანაში შემოდის კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს რეგულარულ რეისებს ქუთაისის განახლებული აეროპორტიდან.

„2020 წელს, რომელიც თავისი გამოწვევებით იყო ერთ-ერთი ურთულესი წელი, საქართველოს მთავრობამ შეძლო ორი საერთაშორისო აეროპორტის განახლება-გაფართოება, მათ შორის არის ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი, რომლის მგზავრთა გამტარუნარიანობაც გაოთხმაგდა, რაც ქვეყანაში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ოპერირების დაწყების მნიშვნელოვანი საფუძველია“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, 18 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პაუზის შემდეგ პირველ რეისს უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი“ შეასრულებს. ავიაკომპანია ქუთაისიდან ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისებს განაახლებს, მაისიდან კი - ფრენებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებითაც დაიწყებს. „ვიზეარი“ ივნისიდან ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით ეტაპობრივად განაახლებს.