LIVE

საქართველოში გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი შემოდის

15 აპრ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 561
საქართველოში გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი შემოდის

Lufthansa Group-ში შემავალი, გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი ​საქართველოს მიმართულებით რეგულარული ოპერირების დაწყებას განიხილავს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანიამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვის მისაღებად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკვე ოფიციალურად მიმართა.

„სასიხარულოა, რომ ჩვენ არათუ გვიბრუნდება ძველი ავიაგადამზიდავი კომპანიები, არამედ ახალი მონაწილეებიც გვემატება. Eurowings-მა ოფიციალურად გამოთქვა სურვილი და მიმართა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, რომ ზაფხულის პერიოდში, პირველ რიგში, თბილისი-დიუსელდორფი-თბილისის ფრენებს დაიწყებს, შემდგომში კი არეალს გააფართოებს. ტურიზმის გამოცოცხლების კვალობაზე ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქართულ ბაზარს ახალი ავიაკომპანიები შეუერთდება“,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მიმდინარე წლის 21 ივლისიდან Eurowings-ი დიუსელდორფი - თბილისი - დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე შეასრულებს რეისებს. ფრენები კვირაში 2 სიხშირით Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

ცნობისთვის, 18 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პაუზის შემდეგ პირველ რეისს უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარიშეასრულებს. ავიაკომპანია ქუთაისიდან ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისებს განაახლებს, მაისიდან კი - ფრენებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებითაც დაიწყებს. „ვიზეარი“ ივნისიდან ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით ეტაპობრივად განაახლებს.

ამასთან, მიმდინარე წლის მაისიდან ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაგადამზიდავი „ფლაიარისტანი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს.