LIVE

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა

15 აპრ 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1182
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა
Bloomberg

თურქეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი არ შეცვალა და 19%-ზე შეინარჩუნა. ამასთან, ცენტრალური ბანკის ახლად დანიშნული მმართველის, საჰაპ კავჯიოღლუს, პირველ მონეტარული პოლიტიკის შეხვედრაზე, ბანკმა დამატებითი გამკაცრების პირობა უკან წაიღო.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ცენტრალური ბანკის წინა მმართველი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების მოსალოდნელზე მეტად ზრდის შემდეგ, მოულოდნელად, გაათავისუფლა, საჰაპ კავჯიოღლუ განაკვეთების შესამცირებლად ზეწოლას განიცდის, მაგრამ ჯერჯერობით აცხადებს, რომ მემკვიდრეობით მიღებული პოლიტიკის შესუსტებას არ ჩქარობს.

Bloomberg-ის 25 ანალიტიკოსში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ორი რესპონდენტის გარდა, ყველა მოელოდა, რომ დღეს თურქეთის ცენტრალური ბანკი განაკვეთს 19%-ზე შეინარჩუნებდა, რაც გამართლდა. განსხვავებული აზრის მქონეები, HSBC ბანკი და Capital Economics-ი, ვარაუდობენ, რომ შემცირება 50 და 200 საბაზისო პუნქტი იქნებოდა.

”აპრილის შეხვედრაზე, კავჯიოღლუს თავდაპირველმა კომუნიკაციამ საკმარისი გააკეთა პოლიტიკის ფუნდამნეტური ცვლილების შესახებ შიშის შესამსუბუქებლად”,- ამბობს ეჰსან ხომანი, ევროპაში, შუა აღმოსავლეთში და აფრიკაში განვითარებადი ბაზრების კვლევის დუბაის MUFG ბანკის ხელმძღვანელი.

როგორც ის განმარტავს, ინფლაციის გაზრდილი პერსპექტივის გათვალისწინებით, თურქეთს წელს არ აქვს პოლიტიკური სივრცე განაკვეთების შესამცირებლად, მაგრამ კავჩიოღლუს შეხედულების გათვალისწინებით, რომ მაღალი განაკვეთები ინფლაციას იწვევს, ვარაუდობენ, რომ საბოლოო ჯამში, ცენტრალური ბანკი ნაკლებად მკაცრ პოლიტიკას გაატარებს.

გასულ თვეში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, Bloomberg-თან წერილობით ინტერვიუში, კავჩიოღლუმ განაცხადა, რომ 15 აპრილის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაკვეთის შემცირება ბაზრებს არ უნდა განეხილათ, რამაც ინვესტორებს შორის შეშფოთება გაანეიტრალა.

თუმცა, გასულ კვირას, ერდოღანმა თქვა, რომ მთავრობა ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების ერთნიშნა შემცირებაზე მტკიცედ ჩამოყალიბებულია, რის შედეგადაც ლირა გაუფასურდა. კავჩიოღლუს მოულოდნელი დანიშვნის შემდეგ, ვალუტა დოლართან მიმართებით 10%-ზე მეტით შესუსტდა.

მარტში წლიურმა ინფლაციამ 16.2% შეადგინა, წინა თვის 15.6%-თან შედარებით, რაც ნავთობის ფასის გლობალური ზრდისა და გაუფასურებული ვალუტის შედეგია და ცენტრალური ბანკის ახალ მმართველს საპროცენტო განაკვეთის შესამცირებლად, რაც ერდოღანს დაამშვიდებდა, ნაკლებ სივრცეს უტოვებს.

ბოლო ორ წელში აგბალი ცენტრალური ბანკის რიგით მესამე პრეზიდენტია, რომელიც ერდოღანმა გაათავისუფლა. ნაჯი აგბალის განთავისუფლება, მის მიერ  რეფინანსირების განაკვეთის 200 საბაზისო პუნქტით გაზრდას მოჰყვა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კაგან კოჩი