LIVE

UFC შიდა დოკუმენტბრუნვის პროცესებს ციფრულად მართავს Signify-ს დახმარებით

03 სექ 202514:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 63
UFC შიდა დოკუმენტბრუნვის პროცესებს ციფრულად მართავს Signify-ს დახმარებით

United Financial Corporation-მა (UFC) დაიწყო Signify-ს პლატფორმის გამოყენება შიდა ადმინისტრაციულ, იურიდიულ და HR პროცესებში. მიზანი - დროის დაზოგვა, პროცესების ოპტიმიზირება და ეკო-მეგობრული ფუნქციონირება.

UFC ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში Signify-ს პლატფორმას იყენებს იმ მიმართულებებში, სადაც დოკუმენტების დამტკიცება, ავტორიზაცია ან ფორმალური შეთანხმებაა საჭირო. პლატფორმა დღეს უკვე გამოყენებულია შემდეგ პროცესებში:

  • შიდა ადმინისტრაციული დოკუმენტბრუნვა
  • თანამშრომლებთან და პარტნიორებთან ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გაფორმება
  • ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის დამოწმება
  • HR პროცესები და სხვა ოპერაციული საკითხები

Signify-ის დანერგვამდე კომპანია აწყდებოდა ისეთი ტიპის სირთულეებს, როგორიცაა დოკუმენტებზე ხელმოწერების გაჭიანურება, ადმინისტრაციული დანახარჯები და ნაკლებად ეკომეგობრული პოლიტიკა.

"Signify-სთან თანამშრომლობა ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია ციფრული ტრანსფორმაციისკენ. ელექტრონული ხელმოწერის სანდო და მოქნილი პლატფორმა გვაძლევს საშუალებას მნიშვნელოვნად გავამარტივოთ დოკუმენტბრუნვის პროცესი, გავზარდოთ ეფექტიანობა და ვუზრუნველყოთ მონაცემთა დაცვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად," აცხადებს თინათინ პაპიძე, UFC-ის HR მენეჯერი.

UFC-ის შესახებ

სს გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია (UFC) არის პირველი ქართული საპროცესინგო ცენტრი, რომელიც 1996 წელს დაარსდა. კომპანია ემსახურება 25-ზე მეტ ფინანსურ ინსტიტუტს - მათ შორის ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს - და გახლავთ საქართველოში ლიცენზირებული საგადახდო სისტემის ოპერატორი.

Signify-ის შესახებ

Signify იურიდიული დოკუმენტების ციფრულ ტრანსფორმაციაში ეხმარება საქართველოს მასშტაბით 700-ზე მეტ კომპანიას. პლატფორმის მეშვეობით კომპანიები აციფრულებენ ადმინისტრაციულ, HR, გაყიდვების, ფრონტ ოფისისა თუ ფინანსურ დოკუმენტებს.