
ენერგო-პრო ჯორჯია Signify-ს პლატფორმას ჯერ კიდევ 2021 წელს ნერგავს შიდა დოკუმენტების სამართავად. კომპანიის HR დეპარტამენტში სრულად გაციფრულდა შრომითი ხელშეკრულებებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, რაც დიდი კომფორტია როგორც დეპარტამენტისთვის, ისე თანამშრომლებისთვის. პლატფორმა გამოიყენება ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო იურიდიულ დოკუმენტაციაში, რაც ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა კომპანიის საქმიანობაში.
2025 წლიდან, ნერგო-პრო ჯორჯიამ დაიწყო კანცელარიის ციფრული ტრანსფორმაციაც. პროცესი უკვე მოქმედებს კომპანიის სათავო ოფისში და მნიშვნელოვნად ამარტივებს კომუნიკაციას როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან. დანერგვა ეტაპობრივად გაგრძელდება ყველა რეგიონულ ფილიალში.
"კომპანიის კანცელარიას გაცილებით გაუმარტივდა კომუნიკაცია, წერილებზე პასუხის გაცემა როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან. ადრესატები სმს-ს ან მეილის საშუალებით მიიღებენ ლინკს, სადაც განთავსებული იქნება პასუხი წერილზე ან მოთხოვნაზე. ეს კომფორტია როგორც ადრესატისთვის, ისე კომპანიისთვის,“ განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ავთო დვალიშვილმა.
ახალი მიდგომა საშუალებას აძლევს კომპანიას, შეამციროს ხარჯები, გაზარდოს პროცესების გამჭვირვალობა და დაინერგოს გარემოზე ზრუნვაზე ორიენტირებული მუშაობის სტილი
ენერგო-პრო ჯორჯიას შესახებ
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ამიერკავკასიის რეგიონში ერთ ერთი უმსხვილესი ენერგოკომპანია. კომპანიის 6 ფილიალი 1 200 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით. ენერგო-პრო ჯორჯია ასევე ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია – ორგანიზაციაში დასაქმებულია 6 000-მდე პროფესიონალი.
Signify-ის შესახებ:
Signify კომპანიებს დოკუმენტებთან დაკავშირებული პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაში ეხმარება. ციფრული პლატფორმის მეშვეობით კომპანიები ყოველთვიურად 600 000-მდე იურიდიულ დოკუმენტს აგენერირებენ და მართავენ.