LIVE

ერდოღანის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ლირა 15%-ით გააუფასურა

22 მარ 202110:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 10127
ერდოღანის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ლირა 15%-ით გააუფასურა

რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ცენტრალური ბანკის მმართველოს თაანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ლირა დოლართან მიმართებაში 15%-ით გაუფასურდა.

ერდოღანის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ხაზი გადაუსვა მონეტარული პოლიტიკის ყველა იმ მიღწევას, რაც ბოლო 4 თვის განმავლობაში გახდა შესაძლებელი.

ნაჯი აგბალის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც ცენტრალური ბანკის მიმართ ნდობის აღდგენას ცდილობდა, აჩენს მოლოდინს, რომ ქვეყანა კვლავ მინიმალური საპროცენტო განაკვეთის გზას დაადგება. ეს ნეგატიურად აისახება ლირაზე მაღალი ინფლაციის პირობებში.

აგბალის პოლიტიკამ, რომელმაც ინფლაციის პრობლემის გადასაჭრელად განაკვეთი გაიზარდა, ლირა დასტაბილურდა, ხოლო თურქული ბაზარი მიმზიდველი გახდა კაპიტალისთვის. 

ფინანსთა მინისტრმა, ლუთფი ელვანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს თავისუფალი ბაზრებისა და ლიბერალური გაცვლითი კურსის რეჟიმის დაცვას. მთავრობისთვის ფასების სტაბილურობა პრიორიტეტი იქნება და ფისკალური პოლიტიკა ხელს შეუწყობს ცენტრალურ ბანკს, შეზღუდოს ინფლაცია. 

Goldman Sachs-ის 2020 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვებიდან 100 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა ვალუტის გასამყარებლად. ამის შემდეგ, ოპოზიცია რეზერვების მართვასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვდა.

აბგალის დანიშვნის შემდეგ კი უცხოელმა ინვესტორებმა 4,7 მილიარდი დოლარი დააბანდეს აქციებსა და ობლიგაციებში. ცენტრალური ბანკის მმართველმა უარი თქვა კომპლექსურ საფონდო სტრუქტურაზე და პირობა დადო, რომ ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფდა. ამ ნაბიჯებმა ლირას გამყარება გამოიწვია.

აბგალის შემცვლელმა, საჰაფ კავჯიოღლუმ პირობა დადო, რომ მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეფექტურად გამოიყენებს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ის იზიარებს ერდოღანის პოზიციას: მისი აზრითაც, მაღალი საპროცენტო განაკვეთი იწვევს ინფლაციას.

„ცენტრალური ბანკის სანდოობასა და დამოუკიდებლობაზე დარტყმა არ შეიძლება იყოს გადაჭარბებული. ერდოღანი ცენტრალურ ბანკს თავს დაესხა ისეთი ინტერვენციით, რამაც არაერთხელ გამოიწვია საპირისპირო შედეგი. აბგალის მემკვიდრეს ნდობის აღდგენა გაუჭირდება“, - ამბობს ზიად დაუდი, განვითარებადი ბაზრების ეკონომისტი.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის მაღალი ნომინალური განაკვეთი შემოსავლების მაძიებელთათვის მიმზიდველია, ქვეყნის არასტაბილურმა ინფლაციამ და რწმენამ, რომ ცენტრალური ბანკის პოლიტიკა ძალიან სუსტია, ლირა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე არამდგრად ვალუტად აქცია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ნეტი იდაიუ ისმაილი და მაიკლ ჯ. უილსონი