LIVE

დანიამ AstraZeneca-ს ვაქცინა მოხმარებიდან ამოიღო

14 აპრ 202117:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 1208
დანიამ AstraZeneca-ს ვაქცინა მოხმარებიდან ამოიღო
AP Photo

დანია გახდა პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც AstraZeneca-ს ვაქცინა მოხმარებიდან ამოიღო. ჯანდაცვის სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება ვაქცინასა და სისხლის შედედების ძალიან იშვიათ შემთხვევებს შორის კავშირის გამო მიიღეს.

სააგენტოს დირექტორმა, სორენ ბროსტრამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და მედიკამენტების ევროპული სააგენტო მხარს უჭერენ AstraZeneca ვაქცინის გამოყენებას, დანიის ვაქცინაციის კამპანია მის გარეშე გაგრძელდება.

„შედეგები აჩვენებს, რომ არსებობს AstraZeneca ვაქცინის გვერდითი მოვლენების რეალური და სერიოზული სიგნალი. ჩვენ გადავწყვიტეთ ვაქცინაციის პროგრამა ამ ვაქცინის გარეშე გავაგრძელოთ“,- აღნიშნა მან.

იმ ადამიანებს, რომლებმაც AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღეს, მეორე დოზას სხვა მწარმოებლისგან შესთავაზებენ, როგორიცაა Pfizer/BioNTech ან Moderna.

დანიაში ვაქცინის ორ მიმღებ პირს განუვითარდა თრომბოემბოლია, რომელთაგან ერთი ფატალური აღმოჩნდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მორგენ ბატლერი