
Facebook-ი კალიფორნიის ქალაქ მენლო-პარკში მდებარე ოფისის ნაწილს ვაქცინაციის კლინიკად გარდაქმნის. კომპანიის ტერიტორიაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას "რეივენსვუდის საოჯახო ჯანმრთელობის ცენტრი" ჩაატარებს. კამპანიის ფარგლებში, კომპანიის თანამშრომლებს აცრის უფლება არ ექნებათ.
”Facebook-ში კონცენტრირებულები ვართ, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, განსაკუთრებით ისეთ თემებში, სადაც ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა პრობლემაა",- აცხადებს Facebook-ის მთავარი ოპერაციული ოფიცერი, შერილ სანდბერგი.
ვაქცინაციის კამპანიის ხელშესაწყობად, სოციალური მედიის გიგანტი ადგილობრივ მოსახლეობას ტრანსპორტირებასაც შესთავაზებს.
ცნობისთვის, იანვარში ვაქცინაციის კლინიკის გახსნის შესახებ Amazon-მაც განაცხადა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი ნიქსი